ბიჭვინთის ერთ-ერთ მაღაზიაში ქართული სიმბოლოებით საქონელი ამოიღეს (ფოტო)
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მებაჟეებმა ბიჭვინთაში, ერთ-ერთ მაღაზიაში ქართული სიმბოლოებით საქონელი ამოიღეს.
ინფორმაციას ე.წ. უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ამოღებულია ხაშის 38 ქილა, რომელთა ეტიკეტზე საქართველოს დროშა და აფხაზეთის ტერიტორიის ჩათვლით, საქართველოს რუკაა აღბეჭდილი.
გავრცელებული ინფორმაციით, პროდუქცია “აფხაზეთში საბაჟო კანონმდებლობის დარღვევით იქნა შეტანილი”.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები გამოკვლევისთვის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს და ე.წ. საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს გადაეცა.