საგარეო უწყება ერაყში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

  საგარეო საქმეთა სამინისტრო ერაყში განვითარებული მოვლენების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, – ამის შესახებ ფანჯიკიძის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო “ერაყის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფო ერაყსა და სირიაში“ მიერ ათიათასობით რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლის – იეზიდების – ალყაში მოქცევასა და მათ წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმების განხორციელებას მკაცრად გმობს.
“მივესალმებით ერაყის ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ რეაგირებას აღნიშნული კრიზისის დასაძლევად და გამოვთქვამთ იმედს, რომ შესაბამისი ქმედებები პოტენციურ ჰუმანიტარულ კატასტროფას თავიდან აგვაცილებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, მათ შორის ჩადენილს ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები