რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთს განვითარებაში დაეხმარება

რუსეთი აქტიურად დაეხმარება ე.წ. სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან შეხვედრაზე.

“საინვესტიციო პროექტები წარმატებით ხორციელდება. ახლახან მიღებულ იქნა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა. ჩვენ აქტიურად დაგეხმარებით მის განხორციელებაში”, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის მიწვევით, მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის, ალან ალბოროვის ვიზიტი მზადდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები