თეა წულუკიანი: ეკა გიგაურს მრავალი წელია, ხელში აქვს ჩაგდებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც იყენებს და სხვებს აყენებინებს პოლიტიკური მიზნებისთვის

“ეკა გიგაურს მრავალი წელია, ხელში აქვს ჩაგდებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც იყენებს და სხვებს აყენებინებს პოლიტიკური მიზნებისთვის”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ეკა გიგაური რომ ელენე ხოშტარიას რუსულ შემოსავლებს არ ჩაუღრმავდება, ეს მისგან გასაკვირი არ არის, რადგან ის არის მათი პოლიტიკური დაჯგუფების წევრი, მრავალი წელია, ხელში აქვს ჩაგდებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც იყენებს და სხვებს აყენებინებს პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ ხელმძღვანელის პირობებში, რეალურად, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ბოლო წლებში ძალიან სწრაფი ტემპით დაინგრა და განადგურდა მისი რეპუტაცია სწორედ ასეთი შერჩევითი მიდგომებით. დიახ, ისინი უკვე რამდენიმე წელია, ყალიბდებიან პოლიტიკურ პარტიებად. ეს არის ძალიან დიდი დარტყმა საქართველოში არასამთავრობო სექტორისთვის და მისი სიჯანსაღისთვის“, – აღნიშნა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები