ირაკლი სესიაშვილი: ბიუჯეტის ხარჯზე ქურთუკებს და პიჯაკებს რომ იყიდი, ეს ნორმალურია?

   საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის დამძიმების საკითხს მმართველ გუნდში პირველი შეფასებები მოჰყვა. როგორც, „კვირას“ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, სააკაშვილმა პროკურატურის ბრალდებებზე პასუხი უნდა აგოს.
„ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანაბარია, ასე უნდა იყოს ნორმალურ სახელმწიფოში და სააკაშვილმაც ამ ყველაფერზე პასუხი უნდა აგოს. ორ დღეში სამი ადამიანი 127 ათასს რომ დახარჯავს მივლინებაში, ეს ნორმალურია? სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ქურთუკებს და პიჯაკებს რომ იყიდი, ეს ნორმალურია? ნორმალურმა სახელმწიფომ ამაზე თვალი უნდა დახუჭოს. ის ამ ყველაფერს შეგნებულად აკეთებდა.
როდესაც ის, მაგალითად, სამედიცინო მომსახურებას, რაც ვერანაირად ვერ ექცევა საიდუმლოების შესახებ კანონის ფარგლებში, გრიფით „საიდუმლოთი“ შენიღბავდა, მას ესმოდა, რომ სჩადიოდა უკანონობას და იმისათვის, რომ საზოგადოებას არაფერი არ გაეგო, ამას ნიღბავდა და ადებდა გრიფ “საიდუმლოს”. ჩვენ რომ იგივე გავიმეოროთ პასუხი უნდა ვაგოთ თუ არა? დღევანდელ ხელისუფლებასაც უნდა მოეთხოვოს პასუხი ზუსტად იგივენაირად, მსგავსი რამ რომ გავიმეოროთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები