კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად, საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის სრულფასოვანი კვლევის პროექტი დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად, საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის სრულფასოვანი კვლევის პროექტი დაიწყო.
კომუნიკაციების კომისიას ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით ხორვატი, ბელგიელი, სლოვენიელი და ბრიტანელი ექსპერტების ჯგუფი ესტუმრა, რომლებიც კომისიის გუნდთან ერთად, კვლევას ევროკომისიის მიერ დადგენილი ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების მიხედვით ჩაატარებენ.
პროექტის მიზანია, ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრებზე, შესვლის ბარიერები მოიხსნას და გაიზარდოს კონკურენცია.