დავით კოდუა მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

  ბიზნესმენი დავით კოდუა მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც კოდუამ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს განუცხადა, მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ნოშრევან ნამორაძესთან ერთად რამდენიმე ადამიანი ახდენდა.
„ტელეფონზე ლაპარაკის დროს გავსულვარ გარეთ და მერე არაფერი აღარ მახსოვს, როგორც მეუბნებიან, მეცა სამი პიროვნება, გამთიშეს და მირტყამდნენ თავში ფეხებს, რამ გამთიშა, არ ვიცი, ზურგი მქონდა დამწვარი, ექსპერტს დაუწერია, რომ მე ვიყავი ნაკლებად მძიმე“, – აცხადებს დავით კოდუა.
კოდუა ინტერესდება იმ პირთა ვინაობითაც, ვინც მის ცემაში მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ დავით კოდუა 3 მაისს ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე სცემეს. მისი ცემის ფაქტზე დაკავებულია ნოშრევან ნამორაძე, რომელიც სამართალდამცველებს ნებაყოფლობით ჩაბარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები