დავით ნარმანია: “სითი პარკს” არსებულ პრეტენზიებს პარასკევს გავაცნობთ
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, „სითი პარკის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შემდეგ პარასკევს გაიმართება და მერიის მხრიდან ყველა ის კითხვა დაისმება, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
“მომდევნო კვირაში „სითი პარკის“ წარმომადგენლებს შევხვდებით და ის კითხვები, რაც ამ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით არის დაგროვილი, დაისმება. მათი წარმომადგენლებისგან მოვისმენთ ინფორმაციას გაწეული საქმიანობის და განხორციელებული ინვესტიციების შესახებ. ჩვენი მხრიდან გვექნება კონკრეტული პრეტენზიები კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, ის პრეტენზიები, რომლებიც საზოგადოებიდან ობიექტურად მოდის და მე, როგორც არჩეული მერი, ვაპირებ, საზოგადოების ინტერესები ბოლომდე დავიცვა. „სითი პარკთან“ სამომავლო ურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კოლეგიალურად, მთავრობაზე მივიღებთ მას შემდეგ, რაც კომპანიის წარმომადგენლებისგან მათი საქმიანობის შესახeბ ინფორმაციას მივიღებთ”, – განაცხადა ნარმანიამ.