პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. აბუ- დაბის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერმინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

მთავრობის მეთაურს აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხებში, დოქტორ ტანი ბინ აჰმედ ალ ზეიოუდი და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – პაატა კალანდაძე დახვდნენ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები