ოთო კახიძე: სააკაშვილს ხარჯების გასაიდუმლოების უფლება ჰქონდა
პრეზიდენტს ხარჯების გასაიდუმლოების უფლება გააჩნდა, – აღნიშნული განცხადება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა. მიხეილ სააკაშვილს ხარჯების გასაიდუმლოების უფლება გააჩნდა. აქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ სახელმწიფოს გარკვეული ხარჯების გასაიდუმლოება ეს არ ნიშნავს აღნიშნული ხარჯების სრულად დაფარვას, ანუ, იმ შემთხვევაში, თუკი ეს იქნებოდა ბოლომდე გასაიდუმლოებული, ვერც ვერავინ ვერ გაიგებდა, ვერც ვერავინ რაიმე დოკუმენტს წარმოადგენდა და ვერაფერს ვერ ჩადებდნენ საქმეში. ამ ხარჯების გახარჯვა ოფიციალურად ხდებოდა. ჩამოწერა ბიუჯეტიდან, ინვოისის და ქვითრების წარმოდგენა იმიტომ, რომ ეს იყო წარმომადგენლობითი ხარჯები, ასე მიიჩნევდა მაშინდელი ხელისუფლება და ასე მიმდინარეობდა გარკვეული ტიპის ხარჯების გამოწერა. ეს არ იყო ფარული ხარჯები, რომელიც იდენტიფიცირებადი არ იქნებოდა. ხარჯებზე წვდომა ჰქონდათ სამართალდამცველებსაც, კონტროლის პალატასაც და იმიტომაც მოაწყვეს ბრიფინგი, რომ დოკუმენტალურად არსებობს გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია“,- განაცხადა ოთო კახიძემ.