რატი იონათამიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენის პროცესს საზოგადოება აკვირდება

მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენის პროცესს საზოგადოება აკვირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

“ვაგრძელებთ სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენას. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს აკვირდება საზოგადოება. ჩვენ ვსვამთ იმ შეკითხვებს, რომელიც აუცილებელია, რათა საბოლოოდ გავზომოთ მიუკერძოებლობისა და კვალიფიკაციის კრიტერიუმი, რასაც შერჩეული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატთა მოსმენა გრძელდება. დეპუტატები დღეს ალექსანდრე კობაიძეს, ლევან კოკორაშვილს, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და სერგო მახარაძეს მოუსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები