“ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული საკანონდებლო პაკეტი, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ, ბიუროს სხდომაზე დღეს გავა

მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნება, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გავა.

ამის შემდეგ პროექტის საკომიტეტო და სასესიო განხილვები დაიწყება.
ანტიკორუფციულ ბიუროს საგამოძიებო ფუნქცია არ ექნება. ის ზედამხედველობას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას გაუწევს.
ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.
ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები