მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდება

  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდება. გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე მიიღო. მამულაშვილი შიდა აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ აუდიტის დასკვნა ცრუ ინფორმაციაზეა აგებული.
ცენტრის დირექტორი ყველა ბრალდების გაასაჩივრებას გეგმავს.
„შიდა აუდიტი ცენტრს ედავება შემდეგ ძირითად საკითხებს: ცენტრის მიერ პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში დაბეჭდილი ქართული ენის შესასწავლი სახელმძღვანელოების დიდი რაოდენობით ბეჭდვას და ამავე წიგნების სატენდერო პირობებით ბეჭდვისთვის წიგნების წინასწარი ფასთა მოკვლევის არ არსებობას; ცენტრის დირექტორი, თანამშრომლები და მასწავლებელთა ტრენერები კატეგორიულად არ ეთანხმებიან აუდიტის დასკვნას, რადგანაც თითოეული აღნიშნული ბრალდების საპასუხოდ ცენტრმა წარადგინა დოკუმენტურად დადასტურებული პასუხები. იქიდან გამომდინარე, რომ დასკვნა აგებულია ცრუ ინფორმაციაზე ცენტრი გაასაჩივრებს ყველა ამ ბრალდებას“, – აცხადებს მამულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები