ვახტანგ მეგრელიშვილი: გახარია იქცევა ისე, როგორც მას კონკრეტულ დროს თავისთვის სასარგებლოდ მიაჩნია

იგი იქცევა ისე, როგორც მას კონკრეტულ დროს თავისთვის სასარგებლოდ მიაჩნია, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას “ტვიტერზე” გამოქვეყნებული განცხადების შესახებ საუბრისას აღნიშნა.

„დღეს გახარია არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მაშინ იყო პრემიერმინისტრი, ანუ ორ სხვადასხვა პოზიციაში ადამიანი ემორჩილება ეკონომიკურ სტიმულებს, როგორც ცნობილია ეკონომიკის პირველი კურსის სახელმძღვანელოდან. შესაბამისად, იგი იქცევა ისე, როგორც მას კონკრეტულ დროს თავისთვის სასარგებლოდ მიაჩნია“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები