ქვიშხეთსა და ბულბულისწყაროში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქვიშხეთსა და ბულბულისწყაროში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო. სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალებულ სოფლებში სამინისტროს სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსი თენგიზ თოფურიძე გაემგზავრა და არსებულ ვითარებას ადგილზე სწავლობს. ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობამ მდინარე შოლას ადიდება გამოიწვია, რამაც ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. ასევე, სოფელ ბულბულისწყაროში წაღებულია ხიდი, რომლის აღსადგენი სამუშაოები უკვე დაიწყო. ქვიშხეთსა და ბულბულისწყაროში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.
“საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად, აგრძელებს ინტენსიურ სამუშაოებს ხაშურის მუნიციპალიტეტში სტიქის შედეგების ლიკვიდაციისათვის”,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.