დიტო სამხარაძე – გიორგი გახარიას: შენ, “Криса” კაცო… ქვეყნის პრემიერმინისტრი “ნაცებს” გაუწექი, მიეყიდე, გვიღალატე და არჩევნებში დაგვიპირისპირდი
შენ, “Криса” კაცო, რუსეთში Lufthansa-ს “სტუარდესა” იყავი, გუნდში მიგიღეთ, ვეცადეთ – კაცად გვექციე, პრემიერი გაგხადეთ, ბევრს ეშმაკობდი გუნდში, მუდამ აზარალებდი შენი გადაწყვეტილებებით პარტიას და, სამწუხაროდ, მაინც გიცავდით!, – ასე მიმართავს “ქართული ოცნების” დეპუტატი, დიტო სამხარაძე ყოფილ პრემიერმინისტრს, პარტია “საქართველოს” ლიდერს, გიორგი გახარიას, რითაც ეხმაურება მის მიერ გუშინ “ტვიტერში” გაკეთებულ განცხადებას.
შენ, “Криса” კაცო, რუსეთში Lufthansa-ს “სტუარდესა” იყავი, გუნდში მიგიღეთ, ვეცადეთ – კაცად გვექციე, პრემიერი გაგხადეთ, ბევრს ეშმაკობდი გუნდში, მუდამ აზარალებდი შენი გადაწყვეტილებებით პარტიას და, სამწუხაროდ, მაინც გიცავდით!
მერე ქვეყნის პრემიერმინისტრი “ნაცებს” გაუწექი, მიეყიდე, გვიღალატე და არჩევნებში დაგვიპირისპირდი. ქუჩა-ქუჩა დაძუნძულებდი, ხალხს აბოლებდი, ბიძინა ივანიშვილი მიჭერს მხარსო და ახლა გახდა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? შენ ქალებს რა უნდა მოკითხო, როდესაც თავად ხარ აფერისტი ქალოია (წერტილი)”, – წერს დიტო სამხარაძე.
შეგახსენებთ: საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა, რომ საქართველოში კორუფცია და ოლიგარქიაა დასამარცხებელი.