სააკაშვილმა ოჯახის წევრების კვებასა და ტანსაცმელზე ბიუჯეტიდან მილიონზე მეტი დახარჯა
საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილმა, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 403 966 ლარი, ხოლო ტრანსპორტით მომსახურებაზე – 2 280 196 ლარი დახარჯა.
გარდა ამისა, ყოფილმა პრეზიდენტმა მისი პრეზიდენტობის დროს, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, კოსმეტიკური პროცედურებისთვის – 673 260 ლარი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის – 273 971 ლარი, ტანსაცმლის შესაძენად – 115 171.14 ლარი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად – 237 354 ლარი, სხვადასხვა ხარჯის ასანაზღაურებლად – 576 508 ლარი დახარჯა.