ყირიმ-კონგოს ვირუსის ეპიდემიური აფეთქება საქართველოში უკვე დადასტურდა

  დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ქვეყანაში ყირიმ-კონგოს ვირუსის ეპიდემიური აფეთქება დაადასტურა. ლაბორატორიულად დადასტურდა მაღალი ლეტალობის მქონე ვირუსის ათეულობით შემთხვევა, რომელიც ადამიანზე, ძირითადად, ცხოველებიდან ტკიპებით გადადის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ეპიდემიური აფეთქების გამო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ყველაზე რთული ვითარება ხაშურშია. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, წელს საგრძნობლად გაზრდილია ამ შემთხვევის რაოდენობა. „დღეისათვის 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. ჩვენი ქვეყნისათვის ეს დაავადება იშვიათია, მაგრამ ბუნებრივი კერები გვაქვს – ეს არის შიდა ქართლი, სამცხე ჯავახეთი, თუმცა თბილისის შემოგარენში აღრიცხულია შემთხვევა. ეს არის მძიმე დაავადება და, სამწუხაროდ, 33 შემთხვევიდან 3 შემთხვევა იყო ლეტალური “, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები