თამთა მეგრელიშვილი – ნათია მეზვრიშვილზე: ახლა მითხარით, ამ უპროცენტო ქალს და მის სიტყვას ვინმე შეიძლება სერიოზულად მოეკიდოს?

„ამ უპროცენტო ქალს და მის სიტყვას ვინმე შეიძლება სერიოზულად მოეკიდოს?“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა დროს განსხვავებულად აფასებს.

„ნათია მეზვრიშვილი, 2021 წელი: ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, ის გასულია პოლიტიკიდან და არანაირ გადაწყვეტილებაში არ ერევა. ქვეყანას მართავს პრემიერი გახარია.

იგივე მეზვრიშვილი, 2022 წელი: ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი.

ახლა მითხარით, ამ უპროცენტო ქალს და მის სიტყვას ვინმე შეიძლება სერიოზულად მოეკიდოს?“ – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები