ვერა ქობალიამ მშობლებისა და დის სამგზავრო ბილეთები ბიუჯეტის თანხებით იყიდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ქალბატონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 863 ლარი დაიხარჯა. აქედან, ეკონომიკის ყოფილი მინისტრმა ვერა ქობალიამ მშობლების, ასევე მისი დის – ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად ბიუჯეტიდან 38 247 ლარი გადაიხადა.
გარდა ამისა, როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, „მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ქ. ბათუმში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 342 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი; კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.