გიგი უგულავას გასახდომი პროცედურებისთვის ბიუჯეტიდან 26 388 ლარი დაიხარჯა
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თბილისის ყოფილი მერის, გიორგი უგულავას სასტუმროს მომსახურებასა და სამკურნალო-გასახდომი პროცედურებისათვის ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში 26 388 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილია 88 919 ლარი;