ვიქტორ ორბანი: საქართველოს მთავრობის მეთაურსა და მე მომდევნო წელს საქართველოში გვექნება ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა, მანამდე კი შეხვედრები სხვადასხვა დარგობრივი სამინისტროს პირველ პირებს შორის გაიმართება

შეხვედრები საქართველოს მთავრობის მეთაურსა და მე მომდევნო წელს საქართველოში გვექნება ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა, მანამდე კი სხვადასხვა დარგობრივი სამინისტროს პირველ პირებს შორის გაიმართება შეხვედრები, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვიქტორ ორბანმა ირაკლი ღარიბაშვილს უნგრეთის მთავრობისა და საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა.

„მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურსა და მე მომდევნო წელს საქართველოში გვექნება ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა, ამაზე შევთანხმდით და მას წინ გაუძღვება შეხვედრა სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროს შორის, პირველი პირებს შორის. ჩვენ გვექნება ეს მნიშვნელოვანი სტიმული, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ამიტომ, სანამ რამე სხვა დაიგეგმება, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერმინისტრს უნგრეთის საზოგადოების და ჩვენი მთავრობის სახელით. საქართველოს დიდ წარმატებას ვუსურვებ და მადლობას ვუხდი საქართველოს და მის მოსახლეობას”,- აღნიშნა უნგრეთის პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები