ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო თავისი გზით მიდის, მაგრამ, სამწუხაროდ, არიან ქართველი ორჯონიკიძეები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქვეყანას ამ გზაზე ხელი შეუშალონ

დაუცხრომელი სამეული მაქსიმალურად ცდილობს, საქართველოს ინტერესები დააზიანოს და ტყუილ-მართლის არევით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, – ამ შეფასებით გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი ვაშაძის, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძის ერთობლივ განცხადებას.

მისივე თქმით, სამეულს 12 რეკომენდაციის შესრულებაში არანაირი წვლილი არ შეუტანია პროცესის დაზიანების გარდა.

„ხოშტარიამ და ჯაფარიძემ პარლამენტი საერთოდ დატოვეს იმ მიზნით, რომ საბოტაჟი ბოლომდე გაეგრძელებინათ პარლამენტარიზმისა და დემოკრატიისთვის. აქედან გამომდინარე, მათ განცხადებებს მორალური საფუძველი არ აქვს. მათი მიზანია, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მაქსიმალური საბოტაჟი ყველგან და ყველაფერში. არის კიდევ მეორე ტყუილი – ყველამ ვიცით, რომ ევროკავშირმა ოფიციალური განაცხადი გააკეთა იმის თაობაზე, რომ შეფასება და კანდიდატის სტატუსზე მსჯელობა მოხდებოდა არა დეკემბერში, არამედ 2023 წლის შემოდგომაზე. აქედან გამომდინარე, ამ პროცესის ლოგიკური დასასრული უნდა იყოს 2023 წლის შემოდგომაზე. რაც შეეხება დამაზიანებელ რეზოლუციას, რომელსაც ასე გულმოდგინედ აგროვებენ, თუ ისევ იმ პრაქტიკას მიჰყოფენ ხელს, რომ რეზოლუციაში ჩუმად უნდა შეაცურონ ჩანაწერი, ამის ოსტატები არიან და ამაში დაოსტატებული თანამზრახველი გამოძებნილი ჰყავთ ევროკავშირშიც. საქართველო თავისი გზით მიდის, მაგრამ სამწუხაროდ, არიან ქართველი ორჯონიკიძეები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველოს ამ გზაზე სიარულს ხელი შეუშალონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები