შალვა პაპუაშვილი: ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას

ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას. რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, უნდა გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და პატივი უნდა სცეს უკრაინის დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხორვატიაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„24 თებერვალს უკრაინელმა ხალხმა ბომბების წვიმაში გაიღვიძა. დასავლეთში ეს შეიძლება, ბევრისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველებს, მოლოდველებსა და უკრაინელებს ეს უკვე არაერთხელ გვქონდა გამოცდილი. ქართველი ხალხი მსგავსი თავდასხმების მსხვერპლი გახდა როგორც 2008 წელს, ისევე 1990-იან წლების დასაწყისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ჩვენ ვიხილეთ, რუსული ტანკები როგორ ანადგურებდნენ საქართველოს სოფლებს, რუსული თვითმფრინავები კი როგორ ბომბავდნენ ჩვენი უკეთესი მომავლის იმედებს.
ჩვენ შევესწარით ასობით ათასი ადამიანის გამოძევებას წინაპართა სახლებიდან, ხოცვა-ჟლეტასა და ეთნიკურ წმენდას გამოქცეულები, თვეებისა და წლების განმავლობაში როგორ აფარებდნენ თავს გაყინულ კედლებში საკუთარ შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები