პარლამენტში დღეს ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა დაიწყება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს, სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენას დაიწყებს. პროცესი პარლამენტში 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელება.

კანდიდატთა მოსმენები ანბანური თანმიმდევრობის მიხედვით განაწილდა.დღეს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ანა აბაშიძეს, მარიკა არევაძესა და გიორგი ბურჯანაძეს მოუსმენენ.

თითოეული კანდიდატის მოსმენისთვის რეგლამენტით 2 საათი და 20 წუთია განსაზღვრული.
აქედან, კანდიდატებს გამოსვლისთვის 10 წუთი დაეთმობათ, ფრაქცია „ქართული ოცნება”- 40 წუთით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” კი, 15 წუთით ისარგებლებს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებისა და უფრაქციო დეპუტატებისთვის რეგლამენტით განსაზღვრულია 10 წუთი, ბოლოს კი კანდიდატს დასკვნითი სიტყვისთვის 5 წუთი დაეთმობა.

სახალხო დამცველის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა და პარლამენტს განსახილველად 19-ვე კანდიდატი წარედგინა, რადგან პოლიტიკურმა ჯგუფმა “მოქალაქეები” უკლებლივ ყველა მსურველი კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ, “ლელომ” და “რეფორმების ჯგუფმა” ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი წარადგინეს.
ორი კანდიდატი “ევროპელმა სოციალისტებმა” დაასახელეს – ისინი პარლამენტს ასარჩევად თინათინ ერქვანიასა და ლელა გაფრინდაშვილს სთავაზობენ.
პოლიტიკურმა ჯგუფმა “გირჩმა” სახალხო დამცველის თანამდებობაზე იაგო ხვიჩია წარადგინა.

მმართველ გუნდს, სახალხო დამცველობის საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია.
როგორც “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, მათი მხრიდან კანდიდატის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმები მიუკერძოებლობა და კომპეტენცია იქნება. მმართველ გუნდს შეკითხვებიც სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ექნებათ.

მომავალი ომბუდსმენი 6 წლის ვადით, 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები