გურამ მაჭარაშვილი: როდესაც საზოგადოება სწორი ინფორმაციითაა შეიარაღებული, სწორ გადაწყვეტილებას იღებს
“ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მისმა გუნდმა საზოგადოება სწორად და საჭირო ინფორმაციით შეაიარაღა.
მისი თქმით, სწორად ინფორმირებული საზოგადოება სწორ გადაწყვეტილებას იღებს.
„როდესაც რეგიონებში ჩავდიოდით, საზოგადოება იმ ტექსტებით გვესაუბრებოდა, რომელიც შეეფერება ზუსტად საქართველოს საზოგადოებას. ეს გამოიწვია იმან, რომ ჩვენ სწორად და საჭირო ინფორმაციით შევაიარაღეთ საზოგადოება. როდესაც საზოგადოება სწორი ინფორმაციით არის შეიარაღებული, ის იღებს სწორ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.