კელი დეგნანი: ნებისმიერი რამ, რაც ყოფს საქართველოს და უკრაინას ან ხელს უწყობს უთანხმოებას, სარგებელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს

არ მსურს, არესტოვიჩის ნაცვლად გავცე პასუხი, იგი არის უკრაინის მთავრობის წევრი. მე გეტყვით აშშ-ის პოზიციას – ჩვენ თანმიმდევრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აღნიშნა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ეხებოდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.

კელი დეგნანის თქმით, ახლა არსებობს რეალური შესაძლებლობა, საქართველომ მიაღწიოს ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მიზნებს, თუ გადაიდგმება ნაბიჯები, რაც აუცილებელია 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის.

„არ მსურს, არესტოვიჩის ნაცვლად გავცე პასუხი, ვერ გავცემ პასუხს, იგი არის უკრაინის მთავრობის წევრი. მე გეტყვით აშშ-ის პოზიციას. ჩვენ თანმიმდევრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც გულისხმობს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას, ვწევთ ყველანაირ ძალისხმევას, რომ საქართველომ მიაღწიოს თავის ამ მიზნებს. ვფიქრობ, ახლა არსებობს რეალური შესაძლებლობა ამისა, თუკი ლიდერები შეთანხმდებიან და გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რაც აუცილებელია 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის. ამისთვის ასევე მნიშვნელოვანია ფართო და ინკლუზიური ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის, რათა ევროკავშირმა დაინახოს ეს მზაობა. სწორედ ეს არის საჭირო, რომ მოხდეს სრული ინტეგრაცია და ეს ნაბიჯები არის გადასადგმელი.

ნებისმიერი რამ, რაც ყოფს საქართველოს და უკრაინას ან ხელს უწყობს უთანხმოებას საქართველოსა და უკრაინას შორის, სარგებელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს.

საქართველოშიც და უკრაინაშიც შეიჭრა რუსეთი, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები