მგზავრი, რომელიც მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა, კლინიკაში გადაიყვანეს
მგზავრი, რომელიც მეტროსადგურზე „თავისუფლების მოედანი“ ლიანდაგებში ჩავარდა, კლინიკაში გადაიყვანეს. მას სამედიცინო დახმარება უტარდება.
რაც შეეხება თბილისის მეტროს, მუშაობა ნაწილობრივ აღდგა.
როგორც “კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, დაკეტილია მხოლოდ „თავისუფლების მოედანი“.
„მგზავრი ამოვიყვანეთ, ახალგაზრდა ბიჭია. რაც მთავარია, ცოცხალია. გადაყვანილია „ქართულ-ამერიკულ კლინიკაში“. მეტრო გაიხსნა, თუმცა, „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება დროებით შეწყვეტილია“,- განაცხადეს პრესსამსახურში.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.