ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 75 წლის ქალი გარდაიცვალა. ის ბორჯომში, „ჯეო ჰოსპიტალსში“ იყო გადაყვანილი. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ექიმების ინფორმაციით, ქალს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.

ცნობისთვის, ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები