ირაკლი ქადაგიშვილი – სანქციებზე: სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ თავის არამეგობრულ პოლიტიკას ამჟღავნებს

„ეს არის უკრაინის მიერ გამოცხადებული სასანქციო სია, რაც, რეალურად, ნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ თავის არამეგობრულ პოლიტიკას ამჟღავნებს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ, სანქცირებულთა სიაში საქართველოს 4 მოქალაქის შეყვანას.

ქადაგიშვილის შეფასებით, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს. მისივე თქმით, ეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გადადგმული არამეგობრული ნაბიჯია.

ისინი პერიოდულად საქართველოს წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტის, ფაქტისა და ახსნა-განმარტების გარეშე დამაზიანებელ, მაკომპრომატირებელ განცხადებებს აკეთებენ, რომელთა უკან არანაირი კონკრეტული მტკიცებულება და არგუმენტი არ არის. ჩვენ კიდევ ერთხელ მომსწრენი ვართ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გადადგმული არამეგობრული ნაბიჯის. რატომღაც ეგონათ, რომ საქართველო არის მათი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანა, რომელიც მათი მოთხოვნისთანავე რუსეთის წინააღმდეგ ომში უნდა ჩართულიყო და აქ მეორე ფრონტი გახსნილიყო. ბუნებრივია, ეს სიგიჟეა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი არასდროს მოაწერს ხელს. აქედან გამომდინარე, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები შურისძიების გზაზე დგანან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები