ირაკლი ჩიქოვანი – სანქციებზე: ერთი დიდი საერთო სცენარის ნაწილია, სამწუხაროა, რომ ამ გადაწყვეტილებებს იღებს უკრაინის ხელისუფლება

ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რომ არის ერთი დიდი საერთო სცენარის ნაწილი, – ასე აფასებს უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოს 4 მოქალაქისთვის დაწესებულ სანქციებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანი.

მისივე თქმით, ასევე სამწუხაროა, რომ უკრაინა გახდა მეორე ქვეყანა რუსეთის შემდეგ, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს დაუწესა სანქციები.

სამწუხაროა, რომ ამ გადაწყვეტილებებს იღებს უკრაინის ხელისუფლება. ეს არის სრულად უპასუხისმგებლო, მეორე მხრივ, სამწუხაროა ისიც, რომ ერთადერთი რუსეთის ფედერაცია და მერე უკვე უკრაინა უწესებს საქართველოს მოქალაქეებს სანქციებს, თუმცა, ჩვენთვის მეგობრობა უკრაინელ ხალხთან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, მაგრამ აქვე ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ეს გადაწყვეტილებები ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოახდენს პროვოცირებას ხელისუფლებისა და ვერანაირი დაპირისპირებისა საქართველოში,” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები