ირაკლი ბერაია: არესტოვიჩი აბსოლუტურად არაადეკვატური სუბიექტია, რომლის განცხადებებიც მოკლებულია საღ აზრსა და შინაარსს

აბსოლუტურად არაადეკვატური სუბიექტია, რომლის განცხადებებიც მოკლებულია საღ აზრსა და შინაარსს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია.

როგორც ბერაიამ აღნიშნა, არესტოვიჩის რიტორიკა ყოველგვარი ლოგიკური აზროვნების ჩარჩოს მიღმა დგას.

„არესტოვიჩი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელია და როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. ეს არის აქ პრობლემატური“, – განაცხადა ბერაიამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები