ალეკო ელისაშვილი – სანქციებზე: ფაქტია, უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არ იყო სწორი

„სიმართლე გითხრათ, სულ არ მადარდებს არც ივანიშვილების ოჯახის ქონება და არც სხვა რამე, მაგრამ ფაქტია, უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არ იყო სწორი”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლება უნდა ეცადოს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არ გაფუჭდეს.

“აქედან რა დააკლდება ივანიშვილს, არ ვიცი. ალბათ, ბევრი არაფერი, მაგრამ ეს აფუჭებს ურთიერთობებს. სულ არ მადარდებს ბიძინა ივანიშვილი და ის, მას უკრაინაში აქვს თუ არა ბიზნესი, მაგრამ მადარდებს ის, რომ ასეთ ისტორიულ და გმირულ მომენტში, როცა უკრაინა თავს ასე ვაჟკაცურად იცავს, ჩვენ და უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა გავაფუჭოთ, ერთმანეთთან ზურგით დავდგეთ და ამით გავახაროთ რუსეთი.

ძირითადად, ჩვენი ხელისუფლება მავნებლობს, მაგრამ დროდადრო უკრაინის ხელისუფლებაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ გავიგებ, გული მწყდება და ეს არის ასეთი ნაბიჯი. ახლა ჩვენც და უკრაინელებიც უნდა გავჩერდეთ, შემოტრიალების პროცესი დაიწყოს. ვოცნებობ, რომ სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ დონეზე მხარდამხარ ვიდგეთ, თორემ საქართველოს მოსახლეობა უკრაინას მხარს უჭერს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები