ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმზე მეტს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფილი იყოს
სამედიცინო მომსახურება არის სათანადოდ უზრუნველყოფილი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროშიც არ არის, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო მაქსიმუმზე მეტს აკეთებს და სხვა პატიმრებთან შედარებით სააკაშვილი არის პრივილეგირებული.
„არც ერთ პატიმარს ასეთი დამოკიდებულება არ ჰქონია. სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ არის მომენტები, რის გამოც ეს ხდება. სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმზე მეტს იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფილი იყოს, ამიტომ სპეკულაციები ცარიელ ადგილზე იქმნება და წარმატება ვერ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.