ირაკლი კობახიძე ლომჯარიაზე: არ შეიძლება სახალხო დამცველი იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც 5 წლის განმავლობაში ესტუმრა ერთადერთ პატიმარს და ეს პატიმარი არის მიხეილ სააკაშვილი

თუ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა ომბუდსმენის კანდიდატებს, ეს პუნქტი არ შესრულდება – აქაც არის საბოტაჟის ინტერესი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ოპოზიციას აქვს ორმაგი ინტერესი. ერთი, რომ პუნქტი არ შესრულდეს და მეორე – „ნაციონალურ მოძრაობას“ დასაკარგი არაფერი აქვს. პირიქით, თუ ისინი ჩააგდებენ ყველა კანდიდატს, ამ შემთხვევაში რჩება მათი ოფისი, ანუ, სახალხო დამცველის ოფისში მთლიანად არის ჩამოყალიბებული „ნაცმოძრაობის“ აქტივი. თუ პარლამენტი ვერ მოახერხებს სახალხო დამცველის არჩევას, ამ შემთხვევაში მოადგილეები და მთელი „ნაცმოძრაობის“ აქტივი ვინც არის დღეს, სახალხო დამცველის ოფისში რჩება საკუთარ პოზიციებზე. ისინი სრულ კონტროლს ინარჩუნებენ სახალხო დამცველის ოფისზე. ამიტომ ინტერესი აქვთ, რომ ეს პუნქტი ჩააგდონ. ეს რისკებს ზრდის. ამიტომ სახალხო დამცველის არჩევის შანსი არის 50-50-ზე.

ჩვენ, სახალხო დამცველის კანდიდატურების მიმართ, არანაირი შიშები არ გვაქვს. უბრალოდ გვაქვს ერთი პრინციპი: სახალხო დამცველი კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდეს საკუთარ ფუნქციას, რასაც ჰქვია ზედამხედველობა ადამიანის უფლებების დაცვაზე. უნდა იყოს პოლიტიკურად მიუკერძოებელი და საკუთარი ფუნქციების შესაბამისად ახორციელებდეს უფლებამოსილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, არ შეიძლება სახალხო დამცველი იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც 5 წლის განმავლობაში ესტუმრა ერთადერთ პატიმარს და ეს პატიმარი არის მიხეილ სააკაშვილი.

„ასეთი სახალხო დამცველი ჩვენ ნამდვილად აღარ გვინდა, რადგან აქ პირდაპირ ჩანს პოლიტიკური მიკერძოება. ასეთ სახალხო დამცველს არცერთ შემთხვევაში არ ავირჩევთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები