ირაკლი კობახიძე: შოლცის განცხადება იყო ყველაზე ემოციური და ხმამაღალი

ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე გაკეთებულ განცხადებას ემოციური და ხმამაღალი უწოდა.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, ბერლინის კონგრესის ფარგლებში, საჯარო განცხადებებში ძალიან ხმამაღლა და მაღალ დონეზე გაჟღერდა მხარდამჭერი გზავნილები.

„შოლცის განცხადება იყო ყველაზე ემოციური და ხმამაღალი, როდესაც ის საუბრობდა ლისაბონიდან თბილისამდე და ევროპას ამ კუთხით განიხილავდა. იყვნენ სხვა პრემიერებიც, რომლებიც გამოვიდნენ ყრილობაზე. ასევე მიიღეს რეზოლუციაა, სადაც პირდაპირ გამოცხადდა მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე განაცხადა: „ჩვენ ვართ ევროპის ხალხი და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები