ირაკლი კობახიძე: დანილოვის ფიგურა ვიცით, დანილოვი არის ის, ვისაც იყენებენ რუპორად

ემოციებს არ უნდა ავყვეთ ბუნებრივია, არც არის განსაკუთრებული საემოციო არაფერი. დანილოვის ფიგურა ვიცით. დანილოვი არის ის, ვისაც იყენებენ რუპორად. ერთ-ერთი მთავარი რუპორი უკრაინის ხელისუფლებაში, რომელსაც ალაპარაკებენ საქართველოში მეორე ფრონტზე არის დანილოვი და ზუსტად იგივე დანილოვი გამოიყენეს რუპორად სანქციებისთვისაც, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“-ში საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ჩვენთვის ნიშანდობლივი თორემ დანილოვი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ჭანჭიკია იმ სისტემაში. ეს არის ჩვენთვის ნიშანდობლივი, რომ რუპორად იყენებენ ერთსა და იმავე ადამიანს მეორე ფრონტთან დაკავშირებით და სანქციებთან დაკავშირებით. ანუ სიგნალი გამოაგზავნეს სიგნალი გამოაგზავნეს, რომ რადგან მეორე ფრონტი არ გავხსენით ეს არის პირველი ნაბიჯი და შემდეგ შეიძლება სხვა ნაბიჯებზეც წავიდნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები