არესტოვიჩი: უკრაინა წყლის, სინათლისა და სითბოს გარეშე შეიძლება, თვეების განმავლობაში იყოს

რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის გამო, უკრაინა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, როდესაც წყალი, სინათლე და სითბო კვირების, ან თუნდაც თვეების განმავლობაში არ იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

„სიტუაცია მარტივი არ არის. ჩვენი თბოელექტროსადგურების და ენერგოწარმოების ობიექტების 30 პროცენტი დაზიანდა. იქ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არ არის ადვილი, ეს რთული საქმეა, ორ დღეში ვერ გამოასწორებ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

არესტოვიჩი დარწმუნებულია, რომ უკრაინელები აღნიშნულ სიტუაციას გაუმკლავდებიან.

„შეიძლება შეგვექმნას სიტუაცია, როდესაც კვირების ან თუნდაც თვეების განმავლობაში ვიქნებით წყლის, სინათლისა და სითბოს გარეშე, ან დიდი შეზღუდვები გვექნება. ეს არის პრობლემა. თუმცა, ჩვენ ვიცით როგორ გავუმკლავდეთ და გადავრჩეთ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები