ბლინკენი: პუტინი არ არის დაინტერესებული, რომ უკრაინაში ომი დიპლომატიური გზით დასრულდეს

Secretary of State Antony Blinken speaks during a news conference with Ukraine's Foreign Minister Dmytro Kuleba, not pictured, at the State Department in Washington, DC, on February 22, 2022. (Photo by Carolyn Kaster / POOL / AFP) (Photo by CAROLYN KASTER/POOL/AFP via Getty Images)

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არ არის დაინტერესებული უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი მიზანი მარტივია – დავეხმაროთ უკრაინელებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათი ქვეყანა დამოუკიდებელი დარჩება და, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებებზე ყველაზე ძლიერი პოზიცია უზრუნველვყოთ, თუ ისინი დაიწყება”, – განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის უარზე, აწარმოოს მოლაპარაკებები პუტინთან.

ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიპლომატიისკენ ისწრაფვის, თუმცა არა რუსეთის ამ პრეზიდენტთან.

„ზელენსკიმ მკაფიოდ განაცხადა, რომ რაღაც მომენტში დიპლომატიამ უნდა დაასრულოს ეს [ომი]. თუმცა, რასაც აქამდე ვხედავთ არის ის, რომ პუტინს არ აქვს ინტერესი მნიშვნელოვანი დიპლომატიის მიმართ“, – განმარტა სახელმწიფო მდივანმა.

მისი თქმით, პუტინი ირაციონალურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს მიმართავს.

„რთულია სხვის გონებაში წარმოიდგინო საკუთარი თავი. ვფიქრობ, რომ ის [პუტინი] რაციონალურია, მაგრამ გადაწყვეტილებები, რომლებსაც ის იღებს, ან, უკეთესია ვთქვათ, მისი მიზნები არ არის რაციონალური“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები