გამთენიისას თბილისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

   გამთენიისას თბილისში, წინამძღვრიშვილის 17 ნომერში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი ე.წ. იტალიურ ეზოში მდებარე ნაგებობას გაუჩნდა. სახლის მეორე და მესამე სართულები დაიწვა და ხუთი ოჯახი უბინაოდ დარჩა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. მობინადრეების ვერსიით, ხანძარი დაუდევრობამ გამოიწვია. ერთ-ერთი მცხოვრების – ინგა ვეკუას განცხადებით, ხანძარი უყურადღებოდ მიტოვებული სანთლისგან გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები