კობახიძე – უკრაინულ სანქციებზე: ეს არის შანტაჟის მცდელობა, რომ გახსნან მეორე ფრონტი და ჩაითრიონ ქვეყანა ომში

ვერანაირი შანტაჟით ისინი ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ომში ქვეყნის  ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში. ეს არის უბრალოდ გამორიცხული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისთვის უკრაინის დაწესებულ სანქციებზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში მეორე ფრონტი არცერთ შემთხვევაში არ გაიხსნება.

“კონკრეტულად უკრაინის უშიშროების საბჭო, მისი მდივანი მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ. გვახსოვს დანილოვის პირდაპირი მოწოდება მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ზუსტად იგივე უწყება, პრაქტიკულად, აშანტაჟებს ქვეყანას სანქციებით.

ეს არის შანტაჟის მცდელობა, რომ გახსნან მეორე ფრონტი და ჩაითრიონ ქვეყანა ომში. ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა, მე ასე მგონია. მე მგონია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არცერთ შემთხვევაში არ გაიხსნება.

ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში დააფიქსირა, რომ იყო პირდაპირი მცდელობა შანტაჟის გზით დაებრუნებინათ პოლიტიკაში, ქვეყანა ჩაერთო ომში. კულისებს მიღმა რაც იყო, ახლა ამის ღია მცდელობაა. რა თქმა უნდა, ვერანაირი შანტაჟით ისინი ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ომში ქვეყნის  ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში. ეს არის უბრალოდ გამორიცხული“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები