“ეს შეკითხვა უკრაინის მთავრობას და პრეზიდენტ ზელენსკის უნდა მიემართოს”, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა კითხვას, რომელიც უკრაინის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესებას ეხებოდა.
ელჩმა ასევე უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა აშშ, შეუერთდეს სანქციებს.
“რაც შეეხება აშშ-ს, როდესაც ჩვენ რაიმე სანქციებს ვაწესებთ, ეს ცხადდება საჯაროდ და ქვეყნდება გარკვეულ პლატფორმაზე, ვებსაიტზე და არ ხდება ამის წინასწარ განხილვა”, – აღნიშნა დეგნანმა.
ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს მოქალაქეებს: ალექსანდრე ივანიშვილს, ქეთევან ხარაიძეს, უჩა მამაცაშვილს, ტიტე მამაცაშვილს და რამდენიმე ქართველ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.