ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში სამრეწველო საწარმო და ენერგეტიკული ობიექტი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში სამრეწველო საწარმო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაბომბეს.

ამის შესახებ Telegram-ში დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ დაწერა.

“მძიმე ღამე იყო კრივოი როგის რაიონში… რუსები თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოს და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს. არის სერიოზული დაზიანება. ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან”, – დაწერა მან.

რეზნიჩენკომ ასევე დასძინა, რომ სხვა რაიონებში ღამემ საგანგებო სიტუაციების გარეშე ჩაიარა და ამ წუთებში იქ სიმშვიდეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები