ოკუპანტები ამ წუთებში ვინიცას რეგიონს ბომბავენ

უკრაინის რიგ რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მათ შორის, საჰაერო თავდაცვა ამუშავებულია კიევის რეგიონშიც.

ამჟამად, ცნობილი ხდება, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ვინიცას რეგიონს უტევენ.

ვინიცას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ბორზოვმა ტელეგრამში დაწერა, “დარჩით თავშესაფრებში! ვინიცას რეგიონი სარაკეტო იერიშის ქვეშაა! სამხედროები მუშაობენ!”

ასევე, ტელეგრამის რამდენიმე არხი იტყობინება, რომ ხედავენ კვამლს, თუმცა, სარაკეტო იერიშების ზუსტი ადგილები ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთ-ერთი დარტყმა ლადიჟინსკაიას თბოელექტროსადგურზეა მიტანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები