უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანისთვის სამხედრო დახმარებისთვის მიმართვა რუსეთის „სამხედრო-პოლიტიკურ გაკოტრებაზე“მიუთითებს.
„უნდა გვახსოვდეს – ის ფაქტი, რომ რუსეთმა ირანს ასეთი დახმარებისთვის მიმართა, კრემლის მიერ საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა. ათწლეულების განმავლობაში ისინი მილიარდობით დოლარს ხარჯავდნენ თავიანთ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე და ბოლოს თეირანის წინაშე დახარეს თავი, რათა მიეღოთ საკმაოდ მარტივი დრონები და რაკეტები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სტრატეგიულად ეს არანაირად არ დაეხმარება რუსეთს.
“ეს მსოფლიოს უმტკიცებს, რომ რუსეთი საკუთარი დანაკარგის ტრაექტორიაზეა და ცდილობს ტერორში სხვის ჩათრევას. ჩვენ აუცილებლად გვექნება ამაზე საერთაშორისო პასუხი”, – განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.