გაერო-ს უშიშროების საბჭოში თეირანის მიერ მოსკოვისთვის დრონების გადაცემის საკითხს განიხილავენ
აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ შეხვედრაზე რუსეთისთვის, სავარაუდოდ, ირანული წარმოების ე.წ. კამიკაზე-დრონების მიწოდების საკითხის განხილვას გეგმავენ.
შეხვედრა დღეს, 19 ოქტომბერს გაიმართება.
უკრაინამ რუსეთი ირანის იარაღის ემბარგოს შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევაში დაადანაშაულა.
როგორც Reuters-თან საუბრისას დიპლომატები ამბობენ, სამივე ქვეყანა ასევე მიიჩნევს, რომ ირანული დრონების იმპორტი გაეროს უშიშროების საბჭოს 231-ე რეზოლუციის დარღვევაც არის.
გარდა ამისა, უკრაინამ გაერო-ს ექსპერტები იმ დრონების შესასწავლად მოიწვია, რომლებიც, სავარაუდოდ, ირანული წარმოებისაა და რომლებსაც რუსეთი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იყენებს.
უკრაინაში აცხადებენ, რომ მოსკოვი ირანული წარმოების “შაჰედ-136” იყენებს. ეს დრონები უახლოვდებიან სამიზნეს, უეცრად სიმაღლეს კარგავენ და ვარდნისას ფეთქდებიან.
თეირანი მოსკოვისთვის დრონების მიწოდებას უარყოფს და კრემლი ამაზე კომენტარს არ აკეთებს. ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ირანი რუსეთში იარაღის ექსპორტს ახორციელებს.
ირანელმა ორმა მაღალჩინოსანმა და ორმა ირანელმა დიპლომატმა “როიტერს” განუცხადეს, რომ ირანი დაჰპირდა რუსეთს, დამატებით უპილოტო საფრენი აპარატების გარდა, მისცემს რუსეთს მიწისზედა რაკეტებს.