გერმანიამ კიბერუსაფრთხოების უფროსი რუსეთთან კავშირის გამო გაათავისუფლა
გერმანიის კიბერუსაფრთხოების უფროსი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც იგი რუსეთთან კავშირში დაადანაშაულეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, არნე შონბომი კიბერუსაფრთხოების ფედერალურ ორგანოს (BSI) ხელმძღვანელობდა, რომელსაც 2016 წლიდან გერმანიის სამთავრობო კომუნიკაციების დაცვა ევალება.
გერმანული მედია მას რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ ადამიანებთან კავშირში ადანაშაულებს.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს იძიებს.
აღნიშნულზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გერმანიის ერთ-ერთი პოპულარული ტელე-შოუს წამყვანმა, იან ბომერმანმა გადაცემაში ახსენა არნე შონბომის პოტენციური კავშირები რუსულ კომპანიასთან, როდესაც ის სხვა თანამდებობას იკავებდა.
BSI-ის ხელმძღვანელობამდე, შონბომი მონაწილეობდა „გერმანიის კიბერუსაფრთხოების საბჭო“ შექმნასა და მართვაში, კერძო ასოციაციის, რომელიც ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებს კიბერუსაფრთხოების საკითხებში ეხმარება.