დენის შმიგალი: უკრაინამ ევროკავშირისგან 2 მილიარდი ევროს დახმარება მიიღო

უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირისგან 2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება მიიღო.

ამის შესახებ მან “ტელეგრამში” დაწერა.

“დღეს ჩვენმა სახელმწიფომ ევროკავშირისგან კიდევ ერთი ტრანში მიიღო, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. დამატებითი ფინანსური რესურსი დაეხმარება გადაუდებელი საბიუჯეტო ხარჯების დაფარვას, მათ შორის, სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში”, – დაწერა მან.

შმიგალის თქმით, ეს თანხები 5 მილიარდი ევროს პაკეტის პირველი ნაწილია.

„ზოგადად, წელს უკრაინამ ევროკავშირისგან 4,2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება მიიღო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სახელმწიფოს ეკონომიკური ფრონტის გაძლიერებას და აგრესორთან ბრძოლაში. მადლობელი ვართ ჩვენი ევროპელი პარტნიორების და ვაგრძელებთ მუშაობას მომავალი წლის ახალ ფინანსურ პროგრამებზე“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები