უკრაინის რადამ იჩქერიის სუვერენიტეტი აღიარა და ჩეჩნების წინააღმდეგ რუსთის დანაშაული დაგმო
უკრაინის უმაღლესმა რადამ ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულად აღიარა და ჩეჩენი ხალხის გენოციდი დაგმო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ უმაღლესი რადა გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩკერიის წინააღმდეგ, პირველი (1994-1996) და მეორე (1999-2009) ომების დროს, ჩეჩენი ხალხის გენოციდის პოლიტიკას, 1817-1864 წლების ცარისტული რეჟიმისა და საბჭოთა ხელისუფლების 1944 წლის დანაშაულებრივი ქმედების მსგავსად.
უმაღლესი რადა გაეროს წევრ სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, უზრუნველყონ საერთაშორისო დანაშაულების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩკერიის ტერიტორიაზეა ჩადენილი და უზრუნველყონ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა.