უკრაინის საჰაერო ძალებმა რვა ირანული კამიკაძე დრონი – „შაჰიდ-136“ ჩამოაგდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, მათივე ცნობით, დაახლოებით 15:00 საათზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა შავი ზღვიდან გასროლილი კალიბრის ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.